1 562 ახალი შემთხვევა – 18 მაისის ეპიდვითარება

საქართველოში კორონავირუსის 1 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 490 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 685 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,26%, ბოლო 14 დღის – 4,85%, ბოლო შვიდი დღის – 3,72%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 332 441 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 312 349 გამოჯანმრთელდა, 4 499 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 93 305 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 021.