1 700-ზე მეტი ახალი შემთხვევა – ეპიდვითარება დღეს

საქართველოში კორონავირუსის 1 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 532 ტესტი, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,76%, ბოლო 14 დღის – 6,07%, ბოლო შვიდი დღის – 6,35%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 324 256 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 303 679 გამოჯანმრთელდა, 4 336 კი, გარდაიცვალა.