საქართველოში კორონავირუსის 1 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 532 ტესტი, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,76%, ბოლო 14 დღის – 6,07%, ბოლო შვიდი დღის – 6,35%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 324 256 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 303 679 გამოჯანმრთელდა, 4 336 კი, გარდაიცვალა.