დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას ქვეყნის მასშტაბით წყვეტს. შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო რეისებს. საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება ამის შესახებ ერთი კვირის წინ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.
დადგენილების თანახმად, დღეიდან, 12 მაისის ჩათვლით მუნიციპალურ ავტობუსებთან ერთად არ იმუშავებს არც მეტრო. რაც შეეხება კომპანია “ინტერტრანსის” მიკროავტობუსებს, რომლებიც რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობენ, ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.