გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 მაისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში აშკალა, ავრანლო, კიზილ-კილისა, არწივანი, საყდრიონი, ნარდევანი, კუში, რეხა, ოზნი, აიაზმა, გუმბათი, ბურნაშეთი.
11:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს დაბა კაზრეთში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.









