17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, სასულიერო პირები ქუჩებს აკურთხებენ

ოჯახის სიწმინდის დღეს, წელს, პანდემიის გამო, ფეხით მსვლელობა არ გაიმართება და სასულიერო პირები მსვლელობას ავტოკოლონებით გამართავენ. მსვლელობის დროს, სასულიერო პირები აკურთხებენ ქუჩებს და მოსახლეობას.

17 მაისს, 2018 წელს დაწყებული ტრადიციისამებრ მოხდება დედაქალაქის დალოცვა.

“11:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება მცირე აიაზმა, წყლის კურთხევა, რის შემდეგ ავტოკოლონებით მოძღვრები გაემართებიან თბილისის ყველა უბანში და აკურთხებენ როგორც მოსახლეობას ისე ქუჩებს,”
– განაცხადა ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანის” პრეზიდენტმა კოტე სვანაძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს გამოცხადდა.