გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 მაისს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ხატისოფელი, სოფელი ბოლნისი, ხიდისყური, ფოლადაური და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში და გარდაბნის რაიონის სოფლებში ვახტანგისი, ნაზარლო, ქესალო, კაპანახჩი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის და მაჩაბლის ქუჩებზე; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, ორბეთი, ზირბითი, წყლულეთი, შამთა, დიდება და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.