დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 მაისს, 12:00 საათიდან მათთვის, ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს დარეგისტრირდეს “სინოფარმის” ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად, რეგისტრაცია იწყება.
NCDC-ის ცნობით, მოქალაქეებს სამედიცინო დაწესებულება სურვილისამებრ შეუძლიათ დაჯავშნონ.
“აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522. რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე: facebook.com” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.