“რუსთავის აზოტის” 2000-მდე თანამშრომელი უკვე მეხუთე დღეა საშუალო ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვს.
დღეს დილიდან შეიკრიბნენ საწარმოს ტერიტორიაზე გაფიცული თანამშრომლები და ადმინისტრაციისგან კონკრეტულ პასუხს ელოდებიან.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად ადგილზე მშრომელთა სოლიდარობის კავშირის წარმომადგენლები იმყოფებიან.
შეგახსენებთ, გუშინ მოლაპარაკებების შემდეგ, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, პარლამენტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა და მხარის პირველმა პირმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადეს, რომ ახლა ჯერი აზოტის ხელმძღვანელობაზეა. მათივე ცნობით, მოლაპარაკებები დასრულდა და საწარმოს დირექციამ კონკრეტული პასუხი უნდა უთხრას დასაქმებულებს.