21 მაისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ავრანლო, კიზილ-კილისა, რეხა, აიაზმა, ხანდო და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს
რაიონის სოფლებში წყლულეთი, ორბეთი, წვერი და მიმდებარე სოფლებში;

17:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში
დაშთაფა, წითელი სოფელი, ყულარი, იმირი, ბუდიონოვკა და მიმდებარე
სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე,
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.