24 მაისიდან სადგურ გომში სარკინიგზო გადასასვლელთან მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს, 24 მაისის 08:00 სთ-დან 27 მაისის 24:00 სთ-მდე ,  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ0+300-ში, სადგურ გომში მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე ლიანდაგების შეკეთებას დ მოედნის მოწყობის სამუშაოებს.  ასევე,  სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებას.

მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად, საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დროებით გრუნტის გზაზე, რისთვისაც განთავსდება საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებები.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), რომლებიც სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას უზრუნველყოფენ.