ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 000-მდე კვლევა და გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 988 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.99%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.47%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 595 პირი, გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 988 ახალი შემთხვევიდან 31 ქვემო ქართლში დაფიქსირდა.