25 მაისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მეთივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 მაისს 16:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში რჩეულიშვილის, გიორგაძის, ნეკრასოვის, ტოლსტოის, გრანელის, სამშვილიდის, ბერიტაშვილი, გ. ჯავახიშვილის, მცხეთის, გოგოლის, ბარნოვის, ჩეხოვის, კახეთის, სამგორის, ჭყონდიდელის, ჯავახიშვილის, მშვიდობის, ბალანჩივაძის ქუჩებზე.

12:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში წალასყური, თელეთი, კუმისი.

11:00-დან 12:30 საათამდე – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში დიდგორის, თამარის, კლდიაშვილის, დადიანის, რუსთაველის, ფარნავაზის, მოხისის, 9 აპრილის, კანდელაკის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო 12:30-დან 14:00 საათამდე – სტალინის, გვრიტიშვილის, მშვიდობის, დემეტრაშვილის, ფიროსმანის, მ.წყნეთელის, ხეივნის, ბარათაშვილის, კეცხოველი და მიმდებარე ქუჩებზე. 16:00-დან 18:30 საათამდე – სოფლებში ამლივი, ტბისი, ფარცხისი, ორბეთი, ჯორჯიაშვილი, ჩხიკვთა, საღრაშენი.

11:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვემო ყულარი, ზემო ყულარი, კირაჩმუღანლო.

12:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში განთიადი, დიდი დმანისი, მაშავერა, კიზილქილისა, ჯავახი, ბოსლები, კაკლიანი, ვარდისუბანი, ტნუსი, პატარა დმანისი, უკანგორა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.