26 მაისიდან მღვიმეები და კანიონები იხსნება

26 მაისიდან ვიზიტორებისთვის დაცული ტერიტორიები  მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, სათაფლია და პრომეთეს მღვიმე იხსნება.  ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დაცული ტერიტორიები აქამდე ვიზიტორებს ვერ იღებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა გიდების ასოციაციამ განცხადებაც გაავრცელა, რომლითაც გიდები მღვიმეებისა და კანიონების გახსნას ითხოვდნენ.