27 მაისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 მაისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ხაიში, მარაბდა, ქოთეში, დურნუკი, ჯანდარა, ყიზილაჯლო და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ირაგა, ჭივჭავი, ჯიგრაშენი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე,
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.