27 მაისის ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

24 საათში 1 481 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 358 ტესტი, გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 2,09 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,77 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,47 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 340 838 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 323 409 გამოჯანმრთელდა, 4 699 გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია – 125 601 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 291.