წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით, კომპანია “რუსთავის წყალი” ინფორმაციას ავრცელებს.
კერძოდ, კომპანიის ცნობით, დღეს მე-7,მე-7ა და მე-8 მიკრორაიონებს წყალი არ მიეწოდებათ, მე-7 მიკრორაიონის 16 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანების გამო.
მოსახლეობას წყლის მიწოდება დილიდან შეეზღუდა, ადგილზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, წყლის მომარაგება 23:50-ზე აღდგება.