28 მაისს რუსთავში, გარდაბანსა და დმანისში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მაისს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მშენებელთა, მარის არხის, ფიროსმანი, ტყე-ჭალის, კალინინოს და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში თელეთი, ქეშალო, კაპანახჩი, ილმაზო, ალგეთი, ამბოვკა და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 19:00 საათამდე დმანისის რაიონის სოფლებში ამამლო, მამიშლო, ოროზმანი, საფარლო, ლოქჯანდარი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე,
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.