28 მაისის წყალმომარაგების შეზღუდვა რუსთავში

წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით, კომპანია “რუსთავის წყალი” ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, კომპანიის ცნობით,  დღეს  მე-7,მე-7ა და მე-8 მიკრორაიონებს წყალი არ მიეწოდებათ, მე-7 მიკრორაიონის 16 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანების გამო.

მოსახლეობას წყლის მიწოდება დილიდან შეეზღუდა, ადგილზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, წყლის მომარაგება  23:50-ზე აღდგება.