სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, 29 მაისს 09:00 რუსთავის ტბაზე შეჯიბრი გაიმართება.
როგორც ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, ხვალ ნიჩბოსნობაში საჯარო და კერძო სკოლების გუნდებს შორის ღია პირველობა ჩატარდება.
ერთმანეთს 8 სკოლის წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან. თითოეული მათგანი დაფარავს 200 მეტრიან დისტანციას, რის შემდეგაც გამოვლინდებიან გამარჯვებული სკოლები.