31 მაისს ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 მაისს 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
გარდაბნის რაიონის სოფლებში წალასყური, თელეთი, კუმისი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დმანისში 9 აპრილის, წმ. ნინოს, ნანა დედოფლის, სიონის, ვახტანგ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.