360 ახალი შემთხვევა – კოვიდსტატისტიკა დღეს

საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 195 ადამიანი გამოჯანმრთელდა.  დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 12 207 ტესტი,  კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,95%, ბოლო 14 დღის – 3,41%, ბოლო 7 დღის – 2,8%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 343 963 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 327 618 გამოჯანმრთელდა, 4 773 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 138 914 ადამიანი, დღიურად აცრილია 763.