4 ათეული წლის შემდეგ, დმანისის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის 7 ათასამდე ბენეფიციარი, უახლოეს პერიოდში, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტი სოფელ მთისძირში წყლის სათავე ნაგებობის, შემკრები რეზერვუარისა და მაგისტრალის ხაზის მოწყობის სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს.
ღირებულება 600 ათას ლარს შეადგენს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის დასკვნითი ეტაპის მიმდინარეობას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ადგილზე გაეცნო.









