52 ახალი შემთხვევა ქვემო ქართლში – ეპიდვითარება ქვეყანაში

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 52 ქვემო ქართლში გამოვლინდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 407 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 18 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.86%-ია, ბოლო 14 დღის – 3.46%, ხოლო გასული 7 დღის – 2.85%