ზუგდიდში 60 წლის ქალი დააყაჩაღეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქალს სხეულის მრავლობითი დაზიანება აქვს. მას სათანდო მკურნალობა და კვლევები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უტარდება.
ექიმების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.
” ველოდებით კვლევის პასუხებს. ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი, აპარატზე არ არის“,- განაცხადეს საავადმყოფოში.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი – 179-ე და 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.