9 მაისის ეპიდვითარება საქართველოში

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 089 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ქვემო ქართლში 82 შემთხვევაა დადასტურებული.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 489 პირი,  ხოლო გარდაიცვალა 18 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.84 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.55%.