ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 089 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ქვემო ქართლში 82 შემთხვევაა დადასტურებული.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 489 პირი, ხოლო გარდაიცვალა 18 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.84 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.55%.









