დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის შემდეგ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დალევა არ არის რეკომენდირებული.
“ესაა საქართველოში ყველაზე აქტუალური საკითხი – როდის დავლევ? ამაზე პირდაპირ გიპასუხებთ, რომ ის, რაც ქართველებს გვიყვარს, დიდი დალევა, არაა მიზანშეწონილი ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდი. მე პირადად, მეც ექიმი ვარ და ვინც მეკითხება ვეუბნები, რომ ძალიან გთხოვთ ჩვენ რომ გვიყვარს ერთი და ორი ბოთლის დალევა, ნუ დალევთ, მაგრამ ერთი ჭიქა შეგიძლიათ დალიოთ როცა გნებავთ” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.