„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიამ უნდა უპასუხოს კითხვას, “თუ რატომ თამაშობდა მიხეილ სააკაშვილის თამაშს”.
დღევანდელ ბრიფინგზე კობახიძეს ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა ის მოსაზრებას, რომ გიორგი გახარია და მისი ახალი პოლიტიკური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილის პროექტია.
მისივე თქმით, არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებითაც, რატომ ცდილობდა გახარია დაჟინებით ენმ-ის თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და შემდეგ რატომ ეწინააღმდეგებოდა მის დაპატიმრებას.
“იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ტელევიზიები აპიარებენ გიორგი გახარიას, ყველაფერი ნათლად იკითხება, თუ ვისთანაა ის დაკავშირებული. ეს კიდევ ერთხელ ამძაფრებს ეჭვებს, რაც არის დაკავშირებული 17-18 თებერვალთან, რატომ ითამაშა მან სააკაშვილის თამაში, მას მოუწევს ამ ძალიან მნიშვნელოვან და მძაფრ კითხვაზე პასუხის გაცემა.
17-18 თებერვლის მოვლენები, სააკაშვილის თამაშში შესვლა და შემდეგ მისი გაპიარება ტელევიზიებით ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს და ამ კითხვებზე მას მოუწევს პასუხის გაცემა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.