99 წლის პენსიონერი უსაქმურობისგან დაიღალა და მუშაობა დაიწყო

დიდი ბრიტანელი პენსიონერი თვითიზოლაციაში უსაქმურობისგან დაიღალა და სამსახურს დაუბრუნდა. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

99 წლის ბერილ კარი 17 წლის განმავლობაში მოხალისე იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საავადმყოფოში, თუმცა COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ თვითიზოლაციაში ყოფნა 1 წელი მოუწია.

“ეს იყო ძალიან მოსაწყენი 12 თვე” – განაცხადა ბერილ კარიმ.

პანდემიის დასრულებამდე მოხალისე ვეტერანი თავის ძველ – მოლარის თანამდებობაზე არ იმუშავებს, მაგრამ საავადმყოფოს პერსონალს დაეხმარება.