ისრაელი და “ჰამასი” ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ისრაელის უშიშროების კაბინეტმა ღაზას სექტორთან 11-დღიანი ბრძოლის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტას მხარი დაუჭირა. საკითხს უშიშროების სხდომაზე რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდენენ.

ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნას გამოთქვამს “ჰამასიც”

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას მონიტორინგს ეგვიპტე გაუწევს,– ამის შესახებ ინფორმაციას ეგვიპტის სახელმწიფო მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, უახლოეს ხანში ეგვიპტე ისრაელში ორ დელეგაციას გააგზავნის.

ღაზას სექტორზე სარაკეტო დარტყმები 10 მაისიდან დაიწყო, რასაც წინ უძღოდა ისრაელელებისა და პალესტინელების დაპირისპირება აღმოსავლეთ იერუსალიმსა და ალ-აქსას მეჩეთთან. მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელს აღმოსავლეთ იერუსალიმიდან უსაფრთხოების ძალების გაყვანა მოსთხოვა, შემდეგ კი ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლა, რასაც მოჰყვა საპასუხო იერიშები.