COVID-19-ით 16 ადამიანი გარდაიცვალა – ეპიდვითარება ქვეყანაში

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 968 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან 58 ქვემო ქართლში.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 903 პირი, ხოლო გარდაიცვალა 16 პაციენტი. 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.08 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.96%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.90%.