Moderna დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს ვაქცინის 500 მილიონამდე დოზას მიაწვდის

Moderna დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს, COVID-19-ის ვაქცინის ნახევარ მილიარდ დოზას მიაწვდის. კომპანიამ შესაბამისი შეთანხმება ვაქცინების ალიანსთან გააფორმა.

დოკუმენტის თანახმად, Moderna ​ ვაქცინების დოზებს ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზებს. საწყისი 34 მილიონი დოზა 2021 წლის მეორე კვარტალში უნდა გაიცეს, ხოლო 466 მილიონი დოზა კი 2022 წელს. შეთანხმება მოიცავს 92 ქვეყანას, COVAX– ის პარტნიორობით.

”მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორებისა, COVAX– ის დაუღალავი მუშაობისთვის და Moderna– ს მთელი გუნდის. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მთელს მსოფლიოში ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ COVID-19 ვაქცინაზე, ” – განაცხადა “მოდერნა”-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბანსელმა პრესრელიზში.

მისივე თქმით, მხარს უჭერენ COVAX- ის მისიას, უზრუნველყოს ფართო და სამართლიანი წვდომა COVID-19 ვაქცინებზე.