დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის საეჭვო შემთხვევის შესწავლა მიმდინარეობს.
როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, სამხრეთ-აფრიკულ შტამს უფრო მძიმე კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს.
“სამხრეთ აფრიკულ შტამზე გიდასტურებთ, რომ ერთერთ საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს დაკვირვება ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში. მიმდინარეობს ამ საეჭვო შემთხვევის გენეტიკური ანალიზი, ანუ სეკვენირება ნიმუშის. რაც შეეხება არის თუ არა მეტად კლინიკურად მძიმე, გეტყვით რომ არა, მით უმეტეს ის შეადრებით ნაკლებად არის გავრცელებული”, – განაცხადა გამყრელიძემ.