დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დღიურად ვაქცინირებული ადამიანების რიცხვი მომავალი თვიდან უნდა გაორმაგდეს.
„მიმდინარეობს სოფლის ექიმების გადამზადება ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან მასობრივი ვაქცინაციის დროს სოფლის ექიმებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში. ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ ქვეყანაში ვაქცინის შესაბამისი მარაგები შეიქმნას. დღეში უნდა ავცრათ 10-15 ათასი ადამიანი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება დაბალი მაჩვენებლებით შევიდეთ ივნის-ივლისში“, – განაცხადა გამყრელიძემ.