თითქმის ერთკვირიანი პროტესტი გრძელდება – “რუსთავის აზოტის” გაფიცული თანამშრომლები დღეს დილიდან, საწარმოს ტერიტორიაზე ისევ შეიკრიბნენ.
პროტესტის პარალელურად, გაფიცულმა თანამშრომლებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი იქნება მათი სამოქმედო გეგმა: კომპანიის შეთავაზების შემდეგ, პროტესტს გააგრძელებენ თუ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.
ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეების უმეტესი ნაწილისთვის მიუღებელი იყო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული წინადადება ხელფასების მატებასთან დაკავშირებით.
ამასთან, საწარმოს ადმინისტრაციის შეთავაზებით, გაფიცულ თანამშრომლებს მუშაობა გუშინვე უნდა განეახლებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები დაიხურებოდა.
შეგახსენებთ, საწარმოს ადმინისტრაციის პასუხის თანახმად, ყველა დასაქმებულს, ვისაც 1000 ლარამდე ხელფასი აქვს ანაზღაურება 250 ლარით გაეზრდებოდა, ხოლო 1000-დან 1500-მდე ხელფასის მქონე პირებს 125 ლარით.