ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს მიმდებარედ, ალაზნის არხში მანქანა გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მანქანის მობრუნებას ცდილობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ალაზნის არხში გადავარდა.
შემთხვევის დროს მანქანიდან გადმოსვლა ვერ შეძლო 65 წლამდე ქალმა და დაიხრჩო. მძღოლი და მოზარდი წლიდან უვნებლები ამოიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.