პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა გადაიდო.
გადაწყვეტილება იმ შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციაც დაესწრო.
მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა 27 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც კანონპროექტი სხდომაზე გავა.









