არის თუ არა ლაბორატორიულად დადასტურებული ინდური შტამი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი დადასტურებული არ არის.

„ამ წუთისთვის ლუგარიდან ინდური შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ მაქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ მწვანე პასპორტებს, გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შემუშავებულია კონცეფცია, რომელსაც უახლოეს დღეებში ჯანდაცვის სამინისტროში განიხილავენ, შემდეგ კი დასამტკიცებლად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება.

„მოგეხსენებათ, აქტიურად ვმუშაობთ მწვანე სერტიფიკატის, პასპორტთან მიმართებით. საკითხი ამ დღეებში იქნება განხილული ჯანდაცვის სამინისტროში. წარდგენილი იქნება შემუშავებული მწვანე სერტიფიკატის კონცეფცია. შესაბამისად, შემდგომ საკოორდინაციო საბჭოზე იქნება წარდგენილი და მიიღება გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა გამყრელიძემ.