არჩილ თალაკვაძე “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მეუღლესთან ერთად, Sinopharm-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ფოტოს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“მე და ქეთი ავიცერით. აცრა აუცილებელია ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმთელობის დასაცავად. მხოლოდ მასიური ვაქცინაციით არის შესაძლებელი პანდემიის დასრულება,”- წერს ფეისბუქში არჩილ თალაკვაძე