ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე “სინოფარმით” აიცრა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში აიცრა.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, პანდემიის დასრულებისთვის ვაქცინაცია აუცილებელია, ამიტომ იგი საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს.