ჩვენი გუნდი და გიორგი გახარია არავის სათადარიგო ვარიანტი არ არის, – ამის შესახებ გახარიას გუნდის წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკურმა უპასუხა კითხვას, ხომ არ არის გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის სათადარიგო პროექტი.
“გიორგი გახარიამ უკვე ისაუბრა ზოგად ხედვებთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ ჩვენი გუნდის მიმართ დიდი მოლოდინია საზოგადოებაში. პარტიული დაფინანსება იქნება საჯარო, ორივე მხარე ბევრ რამეს გვაბრალებს, ამიტომ სერიოზულად არ ღირს ამ ყველაფერში შესვლა. გიორგი გახარია ბევრი სხვადასხვა თვისებით გამოირჩეოდა, მათ შორის იმითაც, როგორი იყო მისი დამოკიდებულება კორუფციასა და ნეპოტიზმზე,”- განაცხადა ბუჩუკურმა.









