გარდაბანში ბენეფიციარებს ეტლები გადაეცათ [ვიდეო]

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ბენეფიციარებს ეტლები გადაეცათ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, საერთაშორისო ორგანიზაციამ ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ 32 პირს სავარძელ – ეტლები გადასცა.

მათ შორის არიან ბავშვები, ამპუტანტები და სხვა ეტლით მოსარგებლე პირები.

ეტლის ტრანსპორტირება გარდაბნის მერიამ უზრუნველყო. პროექტი საქართველოს მასშტაბით დონორი ორგანიზაციის დაფინანსებით მიმდინარეობს.