“ვიღაც სპეკულირებს ეთნიკური თემებით, მაგრამ ეს არასდროს ყოფილა და არც იქნება დმანისში”- ამის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა დმანისში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
როგორც გიორგი ტატუაშვილი TV4-თან ამბობს, კონფლიქტი პოლიციამ მალევე განმუხტა და ამ დროისთვის დმანისში სიმშვიდეა.
“ამ დროისთვის დმანისში სიმშვიდეა. ვისაც ერთმანეთთან კონფლიქტი მოუვიდა, ვინ არიან არ ვიცით, განიმუხტა ეს სიტუაცია. ხუთი-ექვსი საათისთვის მოხდა კონფლიქტი და მალევე დასრულდა.
კონფლიქტი დმანისში, სამწუხაროდ, ყოველთვის ხდება. ცუდია, რომ ეს მასშტაბებს იძენს, ბევრი ადამიანია ჩართული, ამის პრევენცია შეუძლებელია. ვიღაც სპეკულირებს ეთნიკური თემებით, მაგრამ ეს არასდროს ყოფილა და არც იქნება დმანისში.” – განაცხადა გიორგი ტატუაშვილმა
კითხვაზე, არიან თუ არა კონფლიქტის შედეგად დაშავებულები, ტატუაშვილი ამბობს, რომ დმანისის საავადმყოფოდან სერიოზული დაზიანებებით არავის შესახებ მიუღია ინფორმაცია.
დმანისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება იყო. კონფლიქტი ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.









