ევროპის სააგენტომ 12-15 წლის ბავშვებში „ფაიზერის“ გამოყენების ნებართვა გასცა

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ფაიზერის“ 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ფაიზერ“/“ბიონტექის“ ვაქცინა ევროკავშირში უკვე გამოიყენება 16 წელს გადაცილებულ ახალგაზრდებში.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს რეკომენდაციით, 12-15 წლის ასაკის ბავშვებში საჭიროა ვაქცინის ორი დოზა სამკვირიანი ინტერვალით.

ამგვარად, ახლა ევროკავშირის თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწვეტილება, დაიწყებს თუ არა ვაქცინაციას მოზარდებში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე 12-15 წლის ასაკის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს აშშ-ისა და კანადის მარეგულირებელმა უწყებებმა.

მარტში „ფაიზერმა“ და „ბიონტექმა“ გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც მათი მიერ წარმოებული ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ 100-პროცენტიან დაცვას უზრუნველყოფს 12-15 წლის ასაკის ბავშვებში.