ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე „კომენდანტის საათის“ გადაწევა ან გაუქმება არ იგეგმება.
„სამწუხაროდ, მაგრამ ამას ამ ეტაპზე ვერ დაგპირდებით. მჭირდება თქვენი მხარდაჭერა იმისათვის, რომ სოციალური დისტანცირების მაქსიმალური დაცვა მოხდეს, მინიმალური სოციალური ღონისძიებების, სადაც არ არის გათვალისწინებული არანაირი უსაფრთხოების ზომები, ასევე მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ნიღბის ტარება, რომელიც დღეს მრავალჯერადი მოწოდებით მხოლოდ 75%-მდეა ასული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ნიშნული 95%-მდე ავიდეს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.