ზილფიმიანია: სისულელეა, ვეტოს რას ვადებთ?

სისულელეა, ვეტოს რას ვადებთ? ვინც ითხოვს ვეტოს, იმათ დროს კიდევ უფრო მძაფრი იყო ეს კანონი , – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა.

როგორც ზილფიმიანმა აღნიშნა, დეფინიცია წვრილმანი ხულიგნობისა, დროა გავმიჯნოთ და ყველაფერს თავისი სახელი მივცეთ.

მისივე თქმით, თანამედროვე ეპოქაში წარმოიქმნა ისეთი ქმედებები, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც წვრილმანი ხულიგნობა, მაგრამ სინამდვილეში ის გაცილებით უფრო მძაფრი დანაშაულია, ვიდრე აქამდე შეიძლებოდა ყოფილიყო.

„სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ცნება წვრილმანი ხულიგნობის, დეფინიცია მოხდეს. ის, რაც მსუბუქია, საერთოდ არ უნდა ისჯებოდეს და დარჩეს ის ასი ლარი. მე არ ვარ მომხრე რაიმე სახის სასჯელზე, დიდ სასჯელზე, მაგრამ საჭიროა გამიჯვნა, შემდეგ უკვე ადვილი იქნება მოვახდინოთ, რაზე რა სასჯელი იქნება. ალბათ კვლავ გაგრძელდება აქციები და შიშია, რომ დიდხანს არ მოხდეს აქტივისტების დაკავება. ვფიქრობ, ეს არის მიზეზი, თორემ რატომ არ გამოდიოდნენ, რატომ არ აპროტესტებდნენ ადეიშვილის დროს შექმნილ კანონს, რომლის მიხედვითაც, სამი თვე იყო თავისუფლების აღკვეთა. ორმაგი სტანდარტების მომხრე არ ვარ. გულღიად, მომხრე ვარ, რომ ყველაფერზე იყოს მინიმალური სასჯელი, ოღონდ ქმედებას გააჩნია. ამიტომ, სისულელეა ვეტოს რას ვადებთ? ვინც თხოულობს ვეტოს, იმათ დროს კიდევ უფრო მძაფრი იყო ეს კანონი და ის ახალგაზრდა 500 ლარით როგორ უნდა დაისაჯოს, რომელმაც გაგინა, აგრესია გამოხატა და თავზე ნაგავი დაგაყარა“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების ნაწილი დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.