თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული ორსული გარდაიცვალა

ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 34 წლამდე ორსული გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, 7 თვის ფეხმძიმე სამედიცინო დაწესებულებაში დაახლოებით 14 დღის წინ , მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს.

მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალი ხელოვნურად ამშობიარეს, თუმცა ჩვილმა მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 34 წლის ქალს კორონავირუსი აპრილის შუა რიცხვებში დაუდასტურდა.