საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე არის ჩვენი ერის მეობის განმსაზღვრელი, უმნიშვნელოვანესი თარიღი. იგი თაობათა ბრძოლის მონაპოვარია, მას თითოეული მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს და თავისი აგური დადოს ქვეყნის აღმშენებლობისთვის.
ღმერთმა დალოცოს და აცხონოს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლნი!
ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამშობლოს კეთილდღეობისათვის იღვწის!“, – ნათქვამია პატრიარქის მილოცვაში.