დმანისში დაპირისპირებაა – კონფლიქტში მონაწილე პირებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და დაპირისპირებული მხარისკენ გადაინაცვლეს.
ადგილობრივები ხელკეტებით და რკინის ჯოხებით არიან შეიარაღებულები. ტერიტორიაზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. სამართალდამცველები ვითარების განმუხტვას ცდილობენ.
დმანისში, ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება გუშინ დაიწყო. ინციდენტზე დმანისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.